მსოფლიოს სხვადასხვა კულტურათა ერთ-ერთ გამაერთიანებელ ელემენტს , წარმოადგენს ქორწილი , რომელიც მრავალი სხვადასხვა სახისა და მასშტაბის შეიძლება იყოს . სტატუსის , სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური ფასეულობების მიღმა , თითქმის ყველა კულტურისთვის გამაერთიანებელ ნაწილს წარმოადგენს საქორწინო სუფრა . თანამედროვე მიდგომა ამ საკითხის მიმართ პრაქტიკულობისა და სიმბოლიზმის გაერთიანებით , მეტად გავრცელებულ მოდელს ვიღებთ , ბანკეტის სახით . საქორწინო ბანკეტი სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის გავლენით განსხვავებულ ფორმას იღებს , საქორწინო ფურშეტი კი მისი განუყოფელი ნაწილია , როგორც ანარეკლი ევროპული გავლენისა მრავალ თანამედროვე ქვეყანასა და კულტურაზე , პრაქტიკულობა დიდ როლს თამაშობს გამასპინძლების ამ ფორმატის პოპულარობისთვის .
ისტორია თავად ამ ‘ჩვეულებისა ‘ მეცხრამეტე და მეთვრამეტე საუკუნის ევროპული მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესის ერთგვარი ‘ომაჟია’ , ფურშეტი მრავალ სხვადასხვა სამზარეულოსა და კერძს შეიძლება მოიცავდეს , მაგრამ კომფორტისა და მოხერხებულობისთვის მცირე პორციებისგან შედგება . ხშირია თემატიკური მოდელები , რომლებიც კონკრეტულ ინგრედიენტებსა და სამზარეულოზე ორიენტირდება , ზღვის პროდუქტები , ხორცეული და რაღათხმაუნდა ვეგეტარიანული სამწარეულოც …
რელიგიური და სიმბოლური ელემენტების გათვალისწინებით , ან მათ მიღმა , ხშირად იმართება ფურშეტი ხელის მოწერის დროს , ისევე როგორც ნიშნობისას . რაღათწმაუნდა ფურშეტი ნიშნობისას ბევრად მეტი ასპექტის გათვალისწინებას მოითხოვს ,მონაწილე მხარეების ინტერესებისა და არჩევანის მიხედვით .
ქორწინების აღნიშვნის სხვადასხვა საინტერესო ტრადიციას წარმოადგენს , ვერცხლისა და ოქროს ქორწილი , რომლებიც შესაბამისად ქორწილის 25 და 50 წლის თავზე აღინიშნება , ეს ტრადიცია ძირითადად გავრცელებულია ევროპაში , ვერცხლის მონეტებისა და ბეჭდების გაცვლის , ჩუქების ტრადიცია მრავალ ევროპულ და წარსულ კოლონიებში არის გავრცელებული . ოქროს ქორწილი უმეტეს შემთხვევაში ,ბევრად უფრო მოკრძალებულ სახეს იღებს და ოჯახის ვიწრო წრეში აღინიშნება .
აღმოსავლური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სიუხვე, ბევრად კონტრასტულ სურათს ქმნის , ქორწილის სახეზე მრავალი პარამეტრი მოქმედებს , წარმოადგენს რა რელიგიური და კულტურული თავისებურებების გარდამფარავ რუკას . აღმოსავლეთ აზიაში ‘ვესტერნიზაციის’ მიუხედავათ მრავალი საკრალური ასპექტი ქორწილისა და ქორწინებისა შენარჩუნებულია , მსგავსად ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთისა , სადაც მთავარ განმასხვავებელ ელემენტს რელიგია წარმოადგენს . სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ქორწილი დღემდე ინარჩუნებს ისტრიულ ფორმას , საინტერესოა რა დასავლეთის გავლენა ამ კულტურაზე , შეკრების წესის მხრივ , ზოგადი რელიგიური თუ კულტურული ელემენტები ბევრად მოქნილია , შესაბამისად კი მრავალფეროვანი , იგივე შეიძლება ითქვას სამზარეულოზე და საქორწინო სუფრაზეც , რომელიც ძირითადად ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან შედგება .
Комментариев нет:
Отправить комментарий