четверг, 29 ноября 2012 г.

გარეგანი ჰემოროიდული კვანძები


გარეგანი ჰემოროიდული კვანძები 
თუ დარღვევები წარმოიქმნება ანალურ ხვრელთან მეორე ვენოზურ არხში, მაშინ ვითარდება  გარეგანი წარმონაქმნებითრომბოზული სისხლძარღვოვანი კომპლექსის სახით. უწყვეტი  სისხლმომარაგების გამო,ბუასილის დროს თრომბები ამ მიდამოში  უფრო ადვილად და სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე სხვა ორგანოებში. წარმოქმნილი კვანძები განლაგდებიან ანუსის გვერდით მიდამოებში და აქვთ მოლურჯო-წითელი ფერი. შინაგანიჰემოროიდული კვანძებისგან განსხვავებით, გარეთა კვანძები ნაკლებად არიან დაფარული ლორწოვანით, უფრო მეტადმრავალშრიანი ეპითელიუმით. ზედაპირი შეიძლება იყოს როგორც გლუვი, ასევე ხორკლიანი. მათი ზომა დაახლოებით 3სმ-ია.  გარეგანიჰემოროიდული კვანძები წარმოქმნება მწვავე ბუასილის დროს. თუ დაავადების მკურნალობა დროულად არ დაიწყო, კვანძები ზომაში მატულობს, რაც ძლიერ ტკივილებს იწვევს. სწრაფი გადიდებისას მათი კედლები თხელდება. ამ სტადიაში კავერნოზულ ვენებში არსებული თრომბები უკვე იწვევენ ობტურაციას, თუმცა შესაძლოაპარიესულიც აღმოჩნდნენ. თრომბის გამო, კავერნოზული არტერიები კარგავენ ფორმასგააჩნიათ მრავალრიცხოვანი ნაკეცებიჭრილში ძალიან გვანან ფიჭას, რადგან შედგებიან მრავალი სისხლძარღვოვანი ღრუებისგან. ხშირად გარეგანი კვანძების ზედაპირზე ჩნდება მუქი ფერის ეროზიული წყლულები. ხშირად გარეგანი ჰემოიროიდული კვანძები შინაგანი ბუასილის არასათანადო მკურნალობის  შედეგია. დაწვრილებით  >>>

Комментариев нет:

Отправить комментарий