ზურგის ტვინის სიმსივნეები
ზურგის ტვინის სიმსივნეები - შეადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების 15%-ს. გამოყოფენ ექსტრა – და ინტრამედულურ სიმსივნეებს.
ზურგის ტვინის სიმსივნეები - ექსტრამედულური სიმსივნეები მდებარეობენ ზურგის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ და მასზე. ექსტრამედულური სიმსივნეები, როგორც წესი, ავთვისებიანია (მეტასტაზები). სუბდურულ სიმსივნეებს შორის 70% არის ექსტრამედულური და 30% ინტრამედულური. განსაკუთრებით ხშირი
სუბდურული ექსტრამედულური სიმსივნეებია ნევრინომები (30%) და მენინგიომები (25%). ექსტრამედულური სიმსივნის ტიპიური სურათი წარმოდგენილია სამი სტადიით: ფესვური ტკივილის სტადია, ზურგის ტვინის ნაწილობრივი კომპრესიის სტადია და ზურგის ტვინზე სრული ზეწოლის სტადია. ფესვურ ტკივილებთან ერთად თანდათანობით მატულობს პარა – ან ტეტრაპარეზი, მგრძნობელობის გამოთიშვა და მენჯისმიერი დარღვევები. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий