პოლინევროპათიები (პოლინევრიტები) polyneuritis

პოლინევროპათიები (პოლინევრიტები) - მრავალი პერიფერიული ნერვის ერთდროული დაზიანება; ვლინდება კიდურების დისტალური ნაწილების მგრძნობელობის მოშლითა და დამბლებით, ზოგჯერ ქალას ნერვების დაზიანებით.
პოლინევრიტები – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინტოქსიკაცია(ალკოჰოლი, ბენზინი, ტყვია, დარიშხანი, სულფანილამიდები), ინფექიური და ალერგიული გართულებები (დიფთერიაპნევმონია, პაროტიტი და ა. შ.), დისმეტაბოლური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ურემია, პორფირია), კვების დარღვევები (В1, В12 ვიტაინების დეფიციტი), სისტემური დაავადებები (პერიარტერიიტი), ჰემობლასტოზები, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. ნერვული ღეროების დემიელინიზაციისა და დეგენერაციის გამოხატულება სხვადასხვაა; ე. წ. ინფექციურ პოლინევროპათიებს საფუძვლად უდევთ იმუნოლოგიური დარღვევები, და არა ინფექტებით პირდაპირი ინვაზია. Read the rest of this entry »