ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხეს ქმნის

სპეციალისტებმა დაადგინეს კავშირი სიმსივნის აგრესიულობის ხარისხსა და იმ ფერმენტს შორის, რომელიც 27-ჰიდროქსიქოლესტეროლს გამოიმუშავებს. უფრო მეტიც, აღნიშნული ნაერთის მაღალი კონცენტრაცია ზრდიდა სიმსივნის მდგრადობას მთელი რიგი კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიმართ. კერძოდ, ვითარდებოდა რეზისტენტობა ტამოქსიფენის მიმართ.
აღნიშნული თეორია დადასტურებულია მხოლოდ ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეს აქტუალურია ადამიანებისთვისაც. მათი სიტყვებით, კიბოს მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ფერმენტს, რომელიც იწვევს ქოლესტერინის სახიფათო მეტაბოლიტად გარდაქმნას და თავად 27-ჰიდროქსიქოლესტეროლს. არ არის გამორიცხული, რომ კიბოს რისკის შემცირებას ხელს შეუწყობს სტატინები, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის შემცველობას. ჯერჯერობით, მედიკები გვირჩევენ მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და არ დავუშვათ ქოლესტერინის დონის მატება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий