пятница, 6 марта 2020 г.

ქორწილი და ფინანსები საქართველოში



ქორწინების ფინანსური ტრადიციები საქართველოში 

   
   საქორწილო  წეს-ჩვეულებებში  მნიშვნელოვანია  ნივთიერი, საარსებო, მატერიალური მხარე, გამოსასყიდის, ურვადის (საცოლის გამოსასყიდი), მზითვი და საჩუქარი.
    თითქმის მთელი კავკასიელი ხალხისთვის მოლაპარაკების დროს წყდებოდა ყველანაირი ეკონომიკური საკითხი. დგინდებოდა ვაჟის ოჯახის სავალდებულო გადასახადი. რომელიც კავკასიაში ყალიმის სახელით იყო ცნობილი. ასევე წყდებოდა მზითვის რაოდენობის საკითხი. მოლაპარაკებისა და პირველი მცირე ნიშნის მიტანის შემდეგ ქალს არ ეეძლო სხვაზე გათხოვება, ხოლო კაცს სხვა ქალის მოყვანა.
    ხშირად სასიძოს ოჯახს გადასახადი ეკონომიკურად აწვებოდა, ამიტომ ქორწილი რამდენიმე წლით იგვიანებდა.
   მზითვის დამზადებაში საპატარძლოს ოჯახს ახლო ნათესაობა ეხმარებოდა, რომლებსაც საჩუქრების სახით მოჰქონდათ ყველა ის ნივთი, რომელიც მზითვისთვის იყო განკუთვნილი. დგებოდა საგანგებო „მზითვის წიგნი“, - ქორწილის დღეს ლხინის დასასრულს აუცილებელი იყო „მზითვის წიგნის“ ხმამაღლა წაკითხვა. ხალხის წინაშე გამოიტანდნენ მზითვს, რომელსაც მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე საგანგებოდ არჩეული მამაკაცი ფეხზე მდგარი წაიკითხავდა. მზითვის საჯაროდ გამოცხადება საქართველოში ძველად საერთო წესს წარმოადგენდა.


     თანამედროვეობაში ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივაც. აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა „მზითვის“ რაოდენობას და შეიძლება არც მის არსებობას. უფრო სწორად, გააჩნია ასაკს. ახალგაზრდებისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს.მაგრამ ამ საკითხით შესაძლოა დაინტერესდეს საშუალო ასაკის ან უფრო ასაკოვანი ადამიანი. საჩუქრებს ახლაც ჩუქნის ნათესაობა წყვილს, მაგრამ არა იმიტომ რომ დაეხმაროს რომელიმეს მზითვის შეგროვებაში ან დაქორწინებაში.


იხილეთ აგრეთვე პოსტები :

ნიშნობა  
ქორწილი 
ხელის მოწერა
ვერცხლისა და ოქროს ქორწილი – საავტორო ქეითერინგი



Комментариев нет:

Отправить комментарий