среда, 11 марта 2020 г.

ტრადიციული საქორწინო რიტუალი საქართველოში


 საქორწილო რიტუალი იყოფა რამოდენიმე ეტაპად. ქორწილი -ს რიტუალს წინ ორი ეტაპი უსწრებდა: ნიშნობა და მოლაპარაკება. ნიშნობის სახეები მრავალფეროვანი იყო: აკვანში დანიშვნა, გარიგებით და სხვა. საინტერესოა, რომ ძველად საქართველოში ცნობილი იყო ხელის დაკვრით დანიშვნა, როდესაც ახალგაზრდა კაცი თავის რჩეულს მხარზე ხელს დაადებდა ან ხელს ჩამოართმევდა. არსებობდა  ასევე ჯვრის ჩუქებით დანიშვნა, მოტაცებით ქალის შერთვა და სხვა.
  ქრისტიანულ შვიდ საიდუმლოთაგან ქორწილი მეექვსეა. ქორწინების საიდუმლოს  ასრულებს ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი. რიტუალი შედგება ორი ნაწილისაგან: დანიშვნისაგან, რომელიც გულისხმობს შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლას. ბეჭედი , როგორც წრე მარადიულობას გამოხატავს, მეუღლეთა თითებიზე კი მათ მარადიულ ურთიერთზრუნვას. მეორე არის გვირგვინის კურთხევა, თავზე გვირგვინის დადგმა გამოხატავს ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისთვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. ქორწინების საიდუმლოს დროს კითხულობენ ლიტურგიულ ტექსტებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან, სამოციქულოდან და სხვა. ქრისტიანული რელიგია ქორწინებით შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან (ქრისტე-სიძე; ეკლესია-რძალი).
  ქორწილი -ს პროცესში დიდი ადგილი ეჭირა ლხინს ანუ სიმღერა -ს, ცეკვა -ს და მჭერმეტყველებას. ყველაფერი თავის დროზე უნდა შესრულებულიყო, ისე რომ ნადიმს ხელი არ შეშლოდა და არც არავის მოსწყენოდა. სუფრაზე მოსაწონი იყო მჭერმეტყველება და წყობილსიტყვაობა, სუფრის წევრები წარმოთქვამდნენ საკუთარ ლექსებსა და ცნობილ ადამიანთა ნაწარმოებებს. ხშირად ითქმებოდა გალობა და სიმღერა, უკრავდნენ მუსიკა -ლურ საკრავებს, უსმენდნენ მესტვირეს, მეფანდურეს და მეჩონგურეს. სამწუხაროდ,ეს უკვე ასე აღარაა. 


იხილეთ აგრეთვე :
3.       “ფურშეტი”



вторник, 10 марта 2020 г.

საქორწინო ბანკეტი აერთიანებს მსოფლიოს ხალხთა კულტურებს

მსოფლიოს სხვადასხვა კულტურათა ერთ-ერთ გამაერთიანებელ ელემენტს ,  წარმოადგენს ქორწილი , რომელიც მრავალი სხვადასხვა სახისა და მასშტაბის შეიძლება იყოს . სტატუსის , სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური ფასეულობების მიღმა , თითქმის ყველა კულტურისთვის გამაერთიანებელ ნაწილს წარმოადგენს საქორწინო სუფრა . თანამედროვე მიდგომა ამ საკითხის მიმართ პრაქტიკულობისა და სიმბოლიზმის გაერთიანებით , მეტად გავრცელებულ მოდელს ვიღებთ , ბანკეტის სახით . საქორწინო ბანკეტი სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის გავლენით განსხვავებულ ფორმას იღებს , საქორწინო ფურშეტი კი მისი განუყოფელი ნაწილია , როგორც ანარეკლი ევროპული გავლენისა მრავალ თანამედროვე ქვეყანასა და კულტურაზე , პრაქტიკულობა დიდ როლს თამაშობს გამასპინძლების ამ ფორმატის პოპულარობისთვის  .
   ისტორია თავად ამ ‘ჩვეულებისა ‘ მეცხრამეტე და მეთვრამეტე საუკუნის ევროპული მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესის ერთგვარი ‘ომაჟია’  , ფურშეტი მრავალ სხვადასხვა სამზარეულოსა და კერძს შეიძლება მოიცავდეს , მაგრამ კომფორტისა და მოხერხებულობისთვის მცირე პორციებისგან შედგება . ხშირია თემატიკური მოდელები , რომლებიც კონკრეტულ ინგრედიენტებსა და სამზარეულოზე ორიენტირდება  , ზღვის პროდუქტები , ხორცეული და რაღათხმაუნდა ვეგეტარიანული სამწარეულოც …
 რელიგიური და სიმბოლური ელემენტების გათვალისწინებით , ან მათ მიღმა , ხშირად იმართება ფურშეტი ხელის მოწერის დროს , ისევე როგორც  ნიშნობისას . რაღათწმაუნდა ფურშეტი ნიშნობისას  ბევრად მეტი ასპექტის გათვალისწინებას მოითხოვს ,მონაწილე მხარეების ინტერესებისა და არჩევანის მიხედვით .
   ქორწინების აღნიშვნის სხვადასხვა საინტერესო ტრადიციას წარმოადგენს , ვერცხლისა და ოქროს ქორწილი , რომლებიც შესაბამისად ქორწილის 25 და 50 წლის თავზე აღინიშნება , ეს ტრადიცია ძირითადად გავრცელებულია ევროპაში  , ვერცხლის მონეტებისა და ბეჭდების გაცვლის , ჩუქების ტრადიცია მრავალ ევროპულ და წარსულ კოლონიებში არის გავრცელებული . ოქროს ქორწილი უმეტეს შემთხვევაში ,ბევრად უფრო მოკრძალებულ სახეს იღებს  და ოჯახის ვიწრო წრეში აღინიშნება .
   აღმოსავლური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სიუხვე,  ბევრად კონტრასტულ სურათს ქმნის , ქორწილის სახეზე მრავალი პარამეტრი მოქმედებს , წარმოადგენს რა რელიგიური და კულტურული თავისებურებების გარდამფარავ რუკას  . აღმოსავლეთ აზიაში ‘ვესტერნიზაციის’ მიუხედავათ მრავალი საკრალური ასპექტი ქორწილისა და ქორწინებისა შენარჩუნებულია , მსგავსად ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთისა , სადაც მთავარ განმასხვავებელ ელემენტს რელიგია წარმოადგენს . სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ქორწილი დღემდე ინარჩუნებს ისტრიულ ფორმას , საინტერესოა რა დასავლეთის გავლენა ამ კულტურაზე , შეკრების წესის მხრივ , ზოგადი რელიგიური თუ კულტურული ელემენტები ბევრად მოქნილია , შესაბამისად კი მრავალფეროვანი , იგივე შეიძლება ითქვას სამზარეულოზე და საქორწინო სუფრაზეც  , რომელიც ძირითადად ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან  შედგება .

пятница, 6 марта 2020 г.

საქორწინო ტრადიციები საქართველოში


ქორწილი  უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.

ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.

დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.

აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.

ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.

ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.

ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.

საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “მაყრული’”. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაც. თამაშდებოდა პატარძლის დამალვა, ვაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნა, შემდეგ გამოსყიდვა. სიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევა, ნეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდა, ვაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთია, ხის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსად, რაც აყვავებას გულისხმობდა. სასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეში. მრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.

მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.

პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.

იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას.
ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.


იხილეთ აგრეთვე :
3.       “ფურშეტი”



საქორწილო დალოცვა


საქორწილო დალოცვა ძველად საქართველოში


იდიდოს შენი სახელი, გამჩენო ხმელეთისაო,
მცხეთაში, სვეტიცხოველო, ხატებო თელეთისაო,
სალოცავებო ქართლისა, ანგელოზებო ცისაო,
ხატებო ხევსურეთისა, ხატებო ფშავლებისაო!
გვიხარეთ ახალ ყოილი, სხივებო ცხელი მზისაო,
ბევრი შვილები მიეცით, შამშინებელი მტრისაო,
მკლავი მიეცი მაგარი, მუხლი მიეცი მგლისაო,
ქონებ-ცხოვრება ულევი, გულში იმედი ძმისაო,
კარგი ცხენებიმც გექნებათ, გამხანებელი გზისაო,
კარგი ხარებიც გექნებათ, ურმით გამტანი ბზისაო,
ღმერთმა კარგად დაგაბეროთ, პირში ხვევნით და კოცნითა,
ნეფეს ქუდი დაეკარგოს ტყეში დედოფლის დევნითა,
დასდევდეს, ვერ ეწეოდეს, შუბლსა ღარაის ცხენითა,
გემეეღვიძოს მძინარეს, ლოგინ აიკლოს ხვნეშითა.
თქვენ მტერს პირი ამოევსოს ქვიშა, ლამით და ხრეშითა,
თავისი ცოლი და დედა ამეეწყვიტოს ნებითა,
შენ მტერ ზედწამოჯდომოდნენ, ამეეხედოს ქვეშითა,
ცეცხლის დანთება უნდოდეს, აჩხაკუნებდეს კვესითა,
თქვენი მტრის სახლი აივსოს ვაი-ვიშით და კვვნესითა. 
Картинки по запросу "свадьба в грузий"


ნიშნობა  
ქორწილი 
ხელის მოწერა
ვერცხლისა და ოქროს ქორწილი – საავტორო ქეითერინგი

ქორწილი და ფინანსები საქართველოში



ქორწინების ფინანსური ტრადიციები საქართველოში 

   
   საქორწილო  წეს-ჩვეულებებში  მნიშვნელოვანია  ნივთიერი, საარსებო, მატერიალური მხარე, გამოსასყიდის, ურვადის (საცოლის გამოსასყიდი), მზითვი და საჩუქარი.
    თითქმის მთელი კავკასიელი ხალხისთვის მოლაპარაკების დროს წყდებოდა ყველანაირი ეკონომიკური საკითხი. დგინდებოდა ვაჟის ოჯახის სავალდებულო გადასახადი. რომელიც კავკასიაში ყალიმის სახელით იყო ცნობილი. ასევე წყდებოდა მზითვის რაოდენობის საკითხი. მოლაპარაკებისა და პირველი მცირე ნიშნის მიტანის შემდეგ ქალს არ ეეძლო სხვაზე გათხოვება, ხოლო კაცს სხვა ქალის მოყვანა.
    ხშირად სასიძოს ოჯახს გადასახადი ეკონომიკურად აწვებოდა, ამიტომ ქორწილი რამდენიმე წლით იგვიანებდა.
   მზითვის დამზადებაში საპატარძლოს ოჯახს ახლო ნათესაობა ეხმარებოდა, რომლებსაც საჩუქრების სახით მოჰქონდათ ყველა ის ნივთი, რომელიც მზითვისთვის იყო განკუთვნილი. დგებოდა საგანგებო „მზითვის წიგნი“, - ქორწილის დღეს ლხინის დასასრულს აუცილებელი იყო „მზითვის წიგნის“ ხმამაღლა წაკითხვა. ხალხის წინაშე გამოიტანდნენ მზითვს, რომელსაც მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე საგანგებოდ არჩეული მამაკაცი ფეხზე მდგარი წაიკითხავდა. მზითვის საჯაროდ გამოცხადება საქართველოში ძველად საერთო წესს წარმოადგენდა.


     თანამედროვეობაში ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივაც. აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა „მზითვის“ რაოდენობას და შეიძლება არც მის არსებობას. უფრო სწორად, გააჩნია ასაკს. ახალგაზრდებისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს.მაგრამ ამ საკითხით შესაძლოა დაინტერესდეს საშუალო ასაკის ან უფრო ასაკოვანი ადამიანი. საჩუქრებს ახლაც ჩუქნის ნათესაობა წყვილს, მაგრამ არა იმიტომ რომ დაეხმაროს რომელიმეს მზითვის შეგროვებაში ან დაქორწინებაში.


იხილეთ აგრეთვე პოსტები :

ნიშნობა  
ქორწილი 
ხელის მოწერა
ვერცხლისა და ოქროს ქორწილი – საავტორო ქეითერინგი



вторник, 3 марта 2020 г.

ალკოჰოლური სასმელების ქეითერინგი 599 06 91 51

ბოლო დროს , საქართველოს ქეიტერულ სივრცეში გამოჩნდნენ ალკოჰოლური სასმელების ქეიტერინგზე ორიენტირებული ფირმები. ისინი ფურშეტების ორგანიზატორ ქეიტერულ ფირმებს თავაზობენ ალკოჰოლიანი სასმელების, ამ საერთოდ, სასმელების
მაგიდების ორგანიზებას.

მკითხველს შეუძლია ამ თემატიკას გაეცნოს მთავარი ქეითერული პორტალის შემდეგი პოსტებიდან :

ალკოჰოლიანი სასმელები  
აპერიტივი ფურშეტზე
ღვინო ფურშეტზე
წითელი ღვინო  ფურშეტზე 
თეთრი ღვინო ფურშეტზე 
შამპანური ფურშეტზე ✫
არატრადიციული სასმელები
კრუშონი ალკოჰოლით ფურშეტისათვის   
ოქტეილები ფურშეტის ფორმატში 
პუნში 
სანგრია 
გლინტვეინი 
მარტინი ფურშეტისათვის
გროგი ფურშეტისათვის

 სასმელების ქეიტერინგი საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული ქვე - მიმართულებაა. წარმატებებს ვუსურვებთ სასმელების ქეიტერებს


.

среда, 29 января 2020 г.

ფურშეტის ფასები


როგორ ყალიბდება ფურშეტის ფასი? რაზეა ფურშეტის ფასი  დამოკიდებული? წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად პუნქტს, რომლებიც, ფურშეტის მენიუსა და მენეჯმენტის შერჩევისას, უნდა იცოდეს შემკვეთმა
5.        სხვადასხვა მომსახურებების პაკეტი. 

ფურშეტის ფასების საკითხზე, ჩვენს საიტზე კიდევ არის რამდენიმე სტატია. ეწვიეთ მათ:
♦ ფურშეტის (ქეითერინგის) მენიუს ზოგადი მიმოხილვა ➤➤
ამ სტატიაში მოცემულია ფურშეტის მენიუს კერძების კლასიფიკაცია და ტრენდები. სტატია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ და/ან შეაფასოთ ფურშეტის დაგეგმილი მენიუ.
♦ საკვების რაოდენობის დაანგარიშება სტუმრებზე ➤➤
ფურშეტის ფასი დიდწილად დამოკიდებულია ფურშეტის მენიუზე, საკვების რაოდენობაზე. შესაბამისად, ფურშეტის კერძების რაოდენობა სწორად უნდა დაიგეგმოს. ამ საკითხში უდაოდ გამოგადგებათ მითითებული სტატია
♦ რითი გამასპინძლება არ ღირს ფურშეტზე ➤➤
გამოცდილება გვკარნახობს, ზოგიერთი კერძის ფურშეტის მენიუში ჩართვა პრობლემური შეიძლება გახდეს.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების საბაზო ფურშეტ–მენიუები და ფასები ➤➤
ქეითერული ფირმები ხშირად გვთავაზობენ ფურშეტის მენიუების სტანდარტულ ვარიანტებს სხვადასხვა ფასებისათვის.  შემდგომ თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ მატში ცვლილებები. ამ პოსტში მოცემულია წამყვანი ქეიტერული ფირმების საბაზო (ტიპური) მენიუები და ფასები.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების ფურშეტების სრული მენიუები ფირმების მიხედვით ➤➤
ქეითერულკი ფირმები მუდმივად სრულყოფენ თავიანთ მენიუს და ოპტიმიზებას უკეთებენ ფასებს. მოიუხედავად ამისა, ამ პოსტში მოცემული ინფორმაციები დაგეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნათ ქეითერული ფირმების მენიუებსა და ფასებზე. შეადაროთ ისინი ერთმანეთს.
.
სრული სტატია იხილეთ :